
ქეთი ჯინჯოლავა, ზუგდიდის №2 საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი.
გადავწყვიტე შემექმნა ჩემი ბლოგი, სადაც განთავსებული იქნება ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტები:
- სკოლის ვებ-გვერდი
- მონაწინეობა მივიღეთ საბუნებისმეტყველო საგნების კონკურსში "ჩემი გარემო",- პროექტით- "ზუგდიდი კოლხთა ფუძე ქალაქი"
პროექტმა გაიმარჯვა, დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი, პრიზის სახით სკოლას გადაეცა ციფრული ფოტო- აპარატი.- მოვამზადეთ ესპანელი მხატვრის დიეგო ველასკესის ვებ- გვერდი.
- შევქმენით სკოლის ციფრული ლიტერატურული ჟურნალი „ისრიმი“.
- მონაწილეობა მივიღე საქართველოს საგანმანათლებლო სარესურსო ქსელის, GEARN მიერ ორგანიზებულ ტრენინგში. დამაინტერესა პროექტმა "ჩემი სახელი მსოფლიოში" და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო.
პროექტის მუშაობაში ჩაერთო ჩვენი სკოლის რამოდენიმე მოსწავლე და მასწავლებელი, მათი ბლოგებია: - ქეთევანი
- სალომე და ხატია
- დემეტრე-უტა-მიხეილი
- თამარი
განვახორციელეთ საგანმანათლებლო სარესურსო ქსელის, GEARN მიერ ორგანიზებული პროექტი:
- სკოლამ მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა საგაზაფხულო და ზამთრის კონფერენციაში, რომელიც "ირმის ნახტომის" მიერ იყო ორგანიზებული. ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილები დაწყებითი და საბაზო-საშუალი კლასებში.
- გაკვეთილი -"გეომეტრიული პორტრეტები" გავიდა რესპუბლიკურ კონკურსში.
მონაწილეობა მივიღეთ, კონკურსი მოსწავლეთა შორის მხატვრული კითხვის საუკეთესო ოსტატთა გამოსავლენად.
მონაწილეობა მივიღეთ, საბუნებისმეტყველო საგნების კონკურსი "სკოლაპედიაში”.